11:52 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 18:03:53, 542 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვალენსიის რეგიონში, სადაც წყალდიდობის გამო ქალაქები დაიტბორა, სულ მცირე, 62 ადამიანია დაღუპული. კასტილა ლა მანჩას ხელისუფლების ცნობით კი, რეგიონში ქარშიხალს 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა და პირობა დადო, რომ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აღადგენს.

"მათთვის, ვინც ამ წუთებში კვლავ ეძებს საყვარელ ადამიანებს, მთელი ესპანეთი ტირის თქვენთან ერთად“,- განაცხადა სანჩესმა.

ოფიციალური პირების თქმით, ყველაზე მეტად დაზარალებულ საცხოვრებელ პუნქტებში სკოლები დახურულია და სხვა აუცილებელი სერვისების მიწოდება შეჩერებულია. 

სასწრაფო დახმარების სამსახურები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მგზავრობისგან თავი შეიკავონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics