16:25 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 13:48:56, 407 ნახვა

პოლიტიკა
იოზვიაკი - მოხსენების ნაწილი: თუ საქართველო არ შეცვლის კურსს, ევროკომისია მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაციას ვერ გაუწევს

„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის ძირითად ნაწილს აქვეყნებს.

როგორც იოზვიაკი X-ზე წერს, ევროკომისიის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ თუ საქართველო არ შეცვლის ახლანდელ კურსს, ევროკომისია გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაციას ვერ გაუწევს.

„ძირითადი ნაწილი ევროკომისიის მოხსენებაში გაფართოების შესახებ: „თუ საქართველო არ შეცვლის ახლანდელ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირში და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას, არსებული პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების გადასაჭრელად, ევროკომისია ვერ იქნება იმ პოზიციაში, რომ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას გაუწიოს რეკომენდაცია“,- წერს იოზვიაკი.

ცნობისთვის, ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს დღეს, 30 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics