|
2024-10-29 17:15:47, 314 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში სოციალური სახლების მშენებლობის პროცესს გაეცნო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სოციალური სახლების მშენებლობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხელვაჩაურის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად, სოფელ ერგესა და კაპრეშუმში სოციალური სახლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. სოფელ კაპრეშუმში, 9 სართულიან, თანამედროვე სტანდარტების, მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლში, 90 ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას. ამ ეტაპზე შენობის აშენება დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. სოფელ ერგეში 11 სართულიანი სოციალური სახლი შენდება. თანამედროვე სტანდარტების შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ამ ეტაპზე აშენებულია შენობის სამი სართული. ახალ სოციალურ სახლში 121 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია 4 სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც ბინები გადაეცათ 112 ეკომიგრანტ ოჯახს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)