|
2024-10-28 15:26:40, 380 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს [ვიდეო]
ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, „სიხარბემ მიგვიყვანა იმ ძალიან კრიზისულ მდგომარეობასთან, რაშიც ახლა ვიმყოფებით“. „ოცნებას“ და პერსონალურად ივანიშვილს ბოლო შანსი ჰქონდა, გადაერჩინა ქვეყნის ევროპული მომავალი და სამართლიანობის განცდა ამ ქვეყანაში. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ბოლო შანსიც არ გამოიყენეს და ეს ბოლო შანსი უნდა ყოფილიყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ქვეყნის ისტორიაში ამ პოზიტიური როლის შესრულებას, ძალაუფლების შენარჩუნება და საკუთარი მილიარდების გადარჩენა ამჯობინა. სიხარბემ მიგვიყვანა იმ ძალიან კრიზისულ მდგომარეობასთან, რაშიც ახლა ვიმყოფებით... ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს“,- განაცხადა გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)