20:35 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 21:37:04, 427 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი საზოგადოებას ხვალ, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, ხვალ, 28 ოქტომბერს 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და მსოფლიოს აჩვენონ, რომ „არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ“.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან.

„მინდა, ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალ, 19:00 საათზე, რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები. ამ უფლებას არავის არ დავუთმობთ, ეს არის ჩვენი, ეს არის თქვენი და ჩვენ ამას ხვალ ერთად ვიტყვით",- განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics