|
2024-10-27 18:16:58, 644 ნახვა
პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ამის შესახებ კოალიციის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მალაშხიამ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია. „ეს არჩევნები არის გაყალბებული და შედეგები არის არალეგიტიმური. ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს",- განაცხადა მალაშხიამ. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, საქართველოში რუსული სპეცოპერაცია ჩატარდა. „საქართველოში ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია; საქართველოში ჩატარდა ტექნოლოგიური სპეცოპერაცია. ვერ დავადანაშაულებ ვერცერთ ოპოზიციურ პარტიას, ვერცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას... ეს არის ღიად რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ჩვენ არ ვაპირებთ რუსული რეჟიმის მორჩილებას და რუსეთის მიერ და რუსული რეჟიმის მიერ ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფას“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)