|
2024-10-27 15:53:56, 387 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - არჩევნები ივანიშვილმა და „ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს
გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ" რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ხაზარაძის თქმით, “ძლიერი საქართველოსთვის“ ეს არჩევნები და შედეგები მიუღებელია. “გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ" რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართელ ხალხს. “ძლიერი საქართველო“ არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. ჩვენ არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს და გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმის უფლების დაცვას... ჩვენ ვდგავართ ჩვენს ხალხთან ერთად, სიმართლის მხარეს. გუშინდელი არჩევნები არის მიუღებელი, ეს იყო მოპარული არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსული “ფე-ეს-ბეს“ და “კა-გე-ბეს“ დახმარებით ჩაატარა საქართველოში. მინდა, ყველას ვუთხრა, არავინ გაიტეხოს გული, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას“,- განაცხადა ხაზარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)