|
2024-10-27 14:39:59, 389 ნახვა
პოლიტიკა
„იმედი მაქვს, პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე სრული ერთიანობა იქნება“ - ბოკუჩავა პრეზიდენტს შეხვდა
ძალიან კარგად ვიცით, რომ გუშინ არჩევნებში ქვეყნის ევროპულმა არჩევანმა გაიმარჯვა,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ხალხმა ნდობის მანდატი კოალიციურ პროდასავლურ ხელისუფლებას მისცა და „არა ივანიშვილის რუსულ ერთპარტიულ მმართველობას“. “ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ გუშინ არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა არჩევანმა. ხალხმა ნდობის მანდატი რეალურად მისცა კოალიციურ პროდასავლურ ხელისუფლებას და არა ივანიშვილის რუსულ ერთპარტიულ მმართველობას. ივანიშვილმა მიიტაცა საარჩევნო შედეგი, მოიპარა ქართველი ხალხის მიერ მოგებული არჩევნები. როგორც გუშინ განვაცხადეთ, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს არ აღიარებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტთან. გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება უახლოეს საათებში. იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)