01:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 18:18:01, 391 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „ქართული ოცნების“ ძალადობრივი ჯგუფები მოცვივდნენ [ვიდეო]

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის ცენტრალურ ოფისთან „ძალადობრივი ჯგუფები“ მივიდნენ.

როგორც ბოკუჩავამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნებში ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს.

„სულ რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ ძალადობრივი ჯგუფები მოცვივდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან. ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აგებს და რომელიც უკიდურესად შეშინებულია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც აცნობიერებს, რომ ძალიან მალე ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში. ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ ოპოზიცია და ვიმარჯვებთ ძალიან დამაჯერებლად, მაგრამ თითოეული ხმა უკიდურესად მნიშვნელოვანია - არ გავფლანგოთ არცერთი ხმა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics