02:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 11:52:33, 364 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია - მოვუწოდებ გიორგი კალანდარიშვილს, რომ არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოვიდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი [ვიდეო]

მოვუწოდებ ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, რომ არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოვიდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “საარჩევნო უბნებზე როგორც სისტემური, ისე ინდივიდუალური დარღვევის შემთხვევები გამოიკვეთა.

“სისტემურ დარღვევებს ადგილი აქვს ბიულეტენების გაცემის პროცესში, ხდება ორ-ორი ბიულეტენის გაცემა. კომისიის წევრების კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შემთხვევით უმნიშვნელო დარღვევა იყო, არ და ვერ იქნება მიღებული, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი დარღვევა.

ქუთაისის მე-11 და მე-7 უბნებზე, გორის მე-80 უბანზე, დედოფლის წყაროს მე-2 უბანსა და მთაწმნიდის 31-ე უბანზე ორ-ორი ბიულეტენების გაცემის ფაქტი გამოიკვეთა. სისტემურ დარღვევას აქვს ადგილი ასევე დამკვირვებლებთან მიმართებაშიც, როდესაც მათ რეგისტრატორების უკან არ აძლევენ სათანადოდ დაკვირვების შესაძლებლობას“,- განაცხადა კორძაიამ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics