14:42 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 13:25:40, 1239 ნახვა

კომენტარი
თამარ კორძაია: არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ პუტინის რეჟიმის მიმართ ანა დოლიძეს რაიმე სიმპატიები გააჩნია

ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრის  თამარ კორძაიას შეფასებით, არავითარი  საფუძველი არ არსებობს იმის თქმის,  რომ პუტინის რეჟიმის მიმართ ანა დოლიძეს  რაიმე სიმპატიები გააჩნია.

რაც შეეხება იმას, დაუჭერს თუ არა პარლამენტი მხარს უზენაესი სასამართლოს წევრად ანა დოლიძის კანდიდატურას, კორძაიას განცხადებით, ეს მოსმენისას გაირკვევა.

 "ნაციონალური მოძრაობა",  როგორც პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს, თუმცა არავითარი  საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ პუტინის რეჟიმის მიმართ ანა დოლიძეს  რაიმე სიმპატიები გააჩნია. ანა დოლიძე არ არის არც ერთი პარტიის წევრი,  შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური სიმპატიებისგან დაცლილია ამ თვალსაზრისით. მისი ყველა პოზიცია ამ მოსაზრებას და შეფასებას ადასტურებს. პარლამენტი დაუჭერს თუ არა მხარს ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ პარლამენტში 150 წევრია",-განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ანა დოლიძე, რომელიც პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრად წარადგინა, 2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე  მოსკოვში არსებულ ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციას სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა. მისივე თქმით,  კვლევა 2008 წლის ომთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა. ამ ორგანიზაციის სახელია  „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა“ Russian Justice Initiative.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics