04:00 - 26 Jun, 2026
|
2016-02-26 10:55:43, 386 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, რენო სალენსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო–საფრანგეთის ურთიერთობების ძირითად საკითხებს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესებს. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა რენო სალენსს ორი ქვეყნას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)