|
2024-10-21 21:42:29, 331 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი - როდესაც შეხვედრებზე იყო საუბარი რამდენჯერმე ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება
როდესაც შეხვედრებზე იყო საუბარი კარგად განვუმარტე რამდენჯერმე. მე შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ. მე განვუმარტე, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამეთუ ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული რამეთუ მაქვს კომპლექსი, რომ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზებზე ისაუბრა. „ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, ვწერდი ამას, ეს ნაწერები მე მაქვს, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული მხოლოდ ამ მიზეზით. მე ვეუბნებოდი, რომ ამ ფულს სადაც გინდათ იქით მივმართავ. ეს ქველმოქმედებისთვის მინდოდა, მაგრამ შემიძლია სხვა ფონდში გადავრიცხო, მაგრამ ეს ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, რომ არსებობს არასწორად დაბლოკილი თანხები და მე ვერაფრით ვიკადრებ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მივიღო მონაწილეობა იმ კომპლექსის გამო, რომ ეს ჩემს ქვეყანასთან არის კავშირში. ვერაფრით დავუშვებ იმას, რომ თუგინდ ჩემს თანაგუნდელებს, ვთხოვო არა, პოზიცია დავაფიქსირო, მოდი აი წინ წავიწიოთ, ეს გადავჭრათ, და ამ დროს ვიცი, რომ იქ შეხვედრა მქონდა, რასაც მე არ და ვერ დავმალავ და მოვილაპარაკე ვიღაცასთან, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ. აი ეს იყო მიზეზი და ამას მე კარგად განვუმარტავდი. მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვღებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნებ როგორმე დამიბრუნონ და არა ის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს. აი ეს იყო ყველაფერ ამის მიზეზი. რომ სულ მქონდა იმის კომპლექსი და გამაჩნია დღესაც, რომ ქვეყნის საზიანოდ მე პირადი ინტერესების გულისთვის რამე არ გავაკეთო და ბოდიშს ვუხდიდი, არ იფიქროთ რომ თავხედი, ამაყი ვარ, კარგად ვუნმარტავდი, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული, ამას არ ექნება არავითარი ფასი და ამიტომ ტყუილად ნუ დავიღლებით, ამიტომაც ვამბობ უარს შეხვედრებზე აი ეს იყო მიზეზი“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)