|
2024-10-21 15:31:26, 430 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია „ოცნებაზე“ - პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით მათი მცდელობა განწირულია
"ქართულ ოცნებას" ვეტყოდი, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, ამიტომ განწირულია მათი მცდელობა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, "მოსამართლეებს მოუწევთ დადასტურება, რომ "ოცნების" დავალებების შემსრულებლები არიან“. "ქართულ ოცნებას" ვეტყოდი, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან - ამიტომ, განწირულია მათი ეს მცდელობა პრეზიდენტთან დაკავშირებით, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწევთ იმის დადასტურება, რომ "ქართული ოცნების" დავალებების შემსრულებლები არიან. აქ არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, იმ სამ მოსამართლეს, რომლებმაც მაშინ არ დაადგინეს იმპიჩმენტი პრეზიდენტთან დაკავშირებით",- განაცხადა კორძაიამ. შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტი 2023 წელსაც სცადა, თუმცა ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვება ვერ მოახერხა. გასული წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესმა პარლამენტში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3 მოსამართლემ - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)