13:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 14:43:12, 433 ნახვა

მსოფლიო
The Hill - დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო გამოკითხვაში კამალა ჰარისს პირველად გაასწრო

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო გამოკითხვაში ვიცე-პრეზიდენტსა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს პირველად გაასწრო. ამის შესახებ ინფორმაციას Decision Desk HQ/The Hill-ი ავრცელებს.

გამოკითხვის მიხედვით, ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების 52%-იანი შანსი აქვს, კამალა ჰარისს კი - 42%-იანი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აგვისტოს ბოლოდან ჰარისის გამარჯვების შანსი, დაახლოებით, 54-56%-ს შეადგენდა, ხოლო ტრამპის - 44-46%-ს.

ოქტომბრის დასაწყისში სხვაობა შემცირდა -17 ოქტომბერს ორივე კანდიდატს, დაახლოებით, თანაბარი შანსები ჰქონდა, ხოლო 20 ოქტომბერს უპირატესობა ყოფილმა პრეზიდენტმა მოიპოვა.

ამასთან, ტრამპს მცირე უპირატესობა აქვს არიზონის, ჯორჯიისა და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში.

შვიდი შტატიდან, რომლებსაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს 2024 წლის არჩევნების შედეგების განსაზღვრაში, ჰარისი მხოლოდ პენსილვანიაში ლიდერობს, თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ პროგნოზის მიხედვით, რბოლა კვლავ არაპროგნოზირებადი რჩება, რადგან გამოკითხვების შედეგები შვიდივე შტატში ცდომილების ფარგლებშია. ანუ, გამოკითხვების ტიპურმა უზუსტობებმა, შეიძლება, შედეგები ნებისმიერი მიმართულებით გადახაროს.

მოსალოდნელია, რომ ეს შტატები გადამწყვეტი იქნებიან იმის განსაზღვრაში, თუ რომელი კანდიდატი მიაღწევს გადამწყვეტ 270 საბოლოო საარჩევნო ხმას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics