|
2016-02-25 18:31:44, 455 ნახვა
პოლიტიკა
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში სტამბულში იმყოფება
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძრვანელობით შეხვედრებს თურქეთის საფინანსო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან მართავს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრება. სამთავრობო ვიზიტის ფარგებში სტამბულში იმყოფება საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან მუსტაფა ელიტასთთან, სადაც განხილული იქნება ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, მათ შორის, ქვეყნებს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიანი ამოქმედების მიმართულებით. ამ კუთხით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ექსპორტიორთა კავშირშის წარმომადგენლებთანაც. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ასევე საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში. საქართველოს დელეგაციის წევრები თურქეთის ბიზნეს წრეებთან საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და რეფორმების შესახებ პრეზენტაციას გამართავენ. სტამბულში ქართული დელეგაციის ორ დღიანი ვიზიტი 26 თებერვალს სრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)