12:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-14 19:46:34, 356 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე სოფელ შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სოფელ შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, მათ, სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და დასახლებაში არსებულ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო სამედიცინო და ინფრასტრუქტურულ საკითხებს, განიხილეს ადგილობრივების საჭიროებებიც. 

"გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის, 16 სოფლის მაცხოვრებლები, 650-მდე ადამიანი ცხოვრობს. 

მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, სოფელ შავშებში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე. შეხვედრაზე, სხვა პირებთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics