13:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-13 14:18:43, 333 ნახვა

საზოგადოება
ლენტეხში სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის სერვისცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა. 

ახლად გახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან პაპუნა მარგველიძესთან და სააგენტოს დირექტორთან გიორგი ჭანტურიასთან ერთად დაათვალიერა. 

დაწესებულებაში დაინერგა „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება, რაც არა მხოლოდ სოციალური, არამედ დასაქმების ხელშეწყობის, ბავშვზე ზრუნვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი არაერთი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას გულისხმობს.

რეაბილიტირებული სერვისცენტრი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთათვის.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული სერვისცენტრი სრულად შეესაბამება მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს. 

ქვეყნის მასშტაბით „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ჯანდაცვის მომსახურების ცენტრების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics