|
2024-10-09 14:35:02, 321 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ევროპარლამენტი ითხოვს, მშვიდობის გარანტი დასანქცირდეს, ომის გარანტი გათავისუფლდეს - ჩვენი პასუხია: მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ "ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ისევე, როგორც მსჯავრდებული და ომის გარანტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას". მდინარაძის თქმით, რეზოლუციის მოთხოვნებზე, რომელიც ზემოხსენებულის გარდა, მოიცავს "გამჭვირვალობის კანონის" გაუქმებას, "ლგბტ პროპაგანდის" დაშვებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მმართველი გუნდის პასუხია, რომ საქართველო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით გააგრძელებს ევროპისკენ სვლას. "ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოსგან ითხოვს: მგონი ყველაფერი გასაგებია! ასე მაგრად და პუნქტობრივად ჩვენი სლოგანის საჭიროება არავის დაუმტკიცებია! ჩვენი პასუხი ასეთია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!" - წერს მდინარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)