21:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 17:59:19, 301 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი გახარიას გუნდის წევრზე - ზურაბ ადეიშვილის პროკურორი არის გახარიას გუნდის მთავარი სახე, რომელიც გვემუქრება ადეიშვილის მეთოდებით

როდესაც ვსაუბრობთ,  რომ გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია ვხედავთ, როგორც ფორმალურად, როდესაც მათ აქვთ კოალიციები შექმნილი ადგილობრივ თვითმმართველობაში და ძალიან არ უნდათ ხოლმე საჯაროდ ამისი დადასტურება, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, კოალიციები აქვთ შექმნილი და მეორე - მათი გუნდიც ასეთი შემადგენლობითაა შექმნილი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, "გახარიას პარტიის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ადეიშვილის პროკურორია, რომელიც კვლავ ყველას დაჭერით და დაპატიმრებით იმუქრება".

"ზურაბ ადეიშვილის პროკურორი არის გახარიას გუნდის მთავარი სახე, რომელიც ამავე დროს  გვემუქრება ზურაბ ადეიშვილის მეთოდებით - ყველას დაჭერით და დაპატიმრებით.  ერთადერთი პატიოსანი კაცი ჰყავდათ მიხეილ დაუშვილის სახით და იმასაც უღალატა  ბატონმა გიორგი გახარიამ",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics