|
2016-02-23 15:02:43, 547 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: თუ კოალიციის დაშლა მაინც მოხდება, ეს დიდი ტრაგედია არ იქნება
კოალიციის დაშლა არჩევნების წინ, არ არის სასურველი ამბავი. შესაბამისად არც ველოდები, რომ მოვლენები ასე განვითარდება, - ამის შესახებ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სუბარმა აღნიშნა, გოგი თოფაძეს და თინა ხიდაშელის დაპირისპირება პიროვნული არ არის, თუმცა თოფაძეს ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არის აბსურდული. "კოალიციის დაშლა არჩევნების წინ, არ არის სასურველი ამბავი. შესაბამისად არც ველოდები, რომ მოვლენები ასე განვითარდება. როდესაც საუბარია არჩევნების გაყალბებაზე, ეს ძალიან არასწორი შეფასებაა. არ ვთვლი, რომ თოფაძეს და ხიდაშელის დაპირისპირება არის პიროვნული, თუმცა ბრალდება, თითქოს არჩევნები გაყალბდა არის აბსურდი. ჩვენ ვხედავდით, რომ არჩევნები აბსოლუტურად ღიად ჩატარდა. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი პასუხის ყველა მიიღებს. თუ კოალიციის დაშლა მაინც მოხდება, თავის დროზე ანტანტა დაიშალა, არა თუ კოალიციები, ამიტომ ეს დიდი ტრაგედია არ იქნება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)