|
2024-09-29 15:09:48, 367 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი - მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. მისი თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით. „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს, მათ თქვეს, რომ „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება“ და რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, თავად "ქვეყნებმა" უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან და გარკვეული კონტაქტები მაინც გარდაუვალია, თუკი ყველა მხრიდან იქნება ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზების თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით, ჩვენ, მხარეების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით დახმარებისთვის“, - აღნიშნა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)