|
2024-09-29 14:25:07, 351 ნახვა
პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე: ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარანტი ევროკავშირია და არა ლავროვი
ლავროვის განცხადება დაცინვაა! ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარანტი ევროკავშირია და არა ლავროვი“, - განაცხადა „ერთიან-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას აფასებს. მისი თქმით, სერგეი ლავროვი იყენებს „ქართული ოცნების“ ანტიქართულ განცხადებებს, რომლებიც ხშირად „ათეთრებს“ რუსეთს. „ეს კიდევ ერთი ხუმრობაა! ურთიერთობების მოწესრიგება, საქართველოს გაერთიანება და კეთილდღეობა დაკავშირებულია ევროკავშირთან. ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები და ეს პრობლემები მოგვარდება. რაც შეეხება ლავროვს, ეს დაცინვაა! ის იყენებს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულ განცხადებებს, რომლებიც ხშირად „ათეთრებს“ რუსეთს. ეს მათ უხდებათ. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარანტი ევროკავშირია და არა ლავროვი“, - განაცხადა ჩიხლაძემ. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის დაეხმაროს საქართველოს „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში“, თუკი „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით, მათ შორის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველსაყოფად. .
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)