|
2024-09-27 13:08:01, 366 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი აშშ-ზე - ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული სტატუს-კვოს გადახედვა მოგვიწევს
ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ გზავნილი ამერიკულ მხარეს, რომელიც საჯაროდაც გახდა ცნობილი, ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული. „ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის საშუალება, თბილისში გაიმართა შეხვედრა, მათ შორის რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ელჩთან. კომუნიკაციის პრობლემები ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ გზავნილი ამერიკულ მხარეს და ეს გზავნილი საჯაროდაც გახდა ცნობილი. ჩვენ ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული",- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)