|
2024-09-16 17:55:34, 401 ნახვა
პოლიტიკა
ბაჩიაშვილი - შიში არის ის ერთადერთი ვალუტა, რაც ივანიშვილს შემორჩა
შიში არის ის ერთადერთი ვალუტა, რაც ივანიშვილს შემორჩა,- ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ბაჩიაშვილის განცხადებით, "მისი რევანშისტული და ძალადობის წამაქეზებელი წინასაარჩევნო პოლიტიკა სწორედ აქედან გამომდინარეობს". "გიორგი ჩიკვაიძის საქმე არის ივანიშვილის კორუფციული მანქანის ცალსახა გამოვლინება. სამწუხაროა, რომ ბიზნესის ტერორმა ასეთი სისტემური ხასიათი მიიღო. ჩემს და გიორგის შემთხვევებში პროკურატურის ბრალდებები არის უსაფუძვლო, ეყრდნობა მხოლოდ ერთი მომჩივანის ჩვენებას და არის კანონთან შეუსაბამო. თუკი, რამდენიმე თვის წინ ბიზნესს დაშინებით გააკეთებინეს რუსული კანონის მხარდამჭერი ერთნაირი და ერთდროული განცხადებები, გიორგის გამბედაობა კარგი მაგალითია იმისა, რომ ამ ქვეყანაში დარჩნენ თავისუფალი ადამიანები, ვისაც სისტემის არ ეშინიათ. სწორედ შიში არის ის ერთადერთი ვალუტა, რაც ივანიშვილს შემორჩა. აქედანვე გამომდინარეობს მისი რევანშისტული და ძალადობის წამაქეზებელი წინასაარჩევნო პოლიტიკა. საქართველოს ერთადერთი გზა არის ევროპა! ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცხოვრონ ევროპულ ქვეყანაში!" - წერს ბაჩიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)