14:32 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 12:26:27, 1577 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოდან სასოფლო–სამეურნეო პროდუქციებზე ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა

იანვრის თვეში, საქართველოდან ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალური წყლებისა და ციტრუსის  ექსპორტის კლება დაფიქსირდა. თუმცა, ექსპორტის ზრდა აღინიშნება სასოფლო–სამეურნეო პროდუქციებზე.
შემოსავლების სამსახურის დეკლარაციების მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ექსპორტის გარკვეულ სეგმენტში კლება უმთავრესად  გამოიწვია  მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ რუსეთსა და უკრაინაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ. ეს გახდა იმის სერიოზული ფაქტორი, რომ ამ ორი ქვეყნის ბაზარზე  იანვრის თვეში მკვეთრად შემცირდა  საქართველოდან ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალურის წყლებისა და ციტრუსის  ექსპორტი.
თუმცა, როგორც უწყებაში აცხადებენ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგადად ექსპოეტი ევროკავშირში 21%–ით და 8.5 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა.
ზრდა დაფიქსირდა ისეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციებზე, როგორებიცაა: თხილი და კაკალი - გაიზარდა 100% და $9.4 მლნ.-ით.  ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, სადაც  $6 მლნ.-ით გაიზარდა, გერმანიაში $4.4 მლნ.-ით და ესპანეთში $1.1 მლნ.-ით. ასევე, ევროკავშირის ქვეყნების ხარჯზე გაიზარდა ხილისა და ბოსტნეულის წვენები - ზრდამ 54% შეადგინა.
 ზრდა ფიქსირდება მწვანილის ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინაში - აღნიშნული პროდუქციის ზრდამ საერთო ჯამში შეადგინა 60% თანაბარი ზრდის წილით. ზრდა დაფიქსირდა ასევე თევზის ექსპორტზე - გაიზარდა 169%-ით
 2015 წლის იანვარში  სამრეწველო პროდუქციის ექსპორტმა (მანქანების  რეექსპორტის გამოკლებით) 65 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
 ექსპორტის კლება ძირითადად გამოწვეულია აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირებით.
 მიუხედავად კლებისა, სამრეწველო პროდუქციიდან ზრდა დაფიქსირდა საქართველოსთვის ისეთ პროდუქციებზე, როგორებიცაა:  ოქრო (32% ით მეტი), მამაკაცის ტრიკოტაჟის ნაწარმი (9%), წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან (42% და $1.1 მლნ.-ით მეტი), და ნედლი ნავთობი (35% და $1.1 მლნ.-ით მეტი).
ექსპორტის კლება  დაფიქსირდა ფეროშენადნობებზე.
მნიშვნელოვნად შემცირდა აზოტოვანი  და ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატების ექსპორტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics