02:25 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 13:10:25, 600 ნახვა

საზოგადოება
ბათუმელმა სტუდენტებმა ყოფილი პატიმრის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა  პროექტის - „დემოკრატია და მოქალაქეობა“ ფარგლებში  საქველმოქმედო აქცია გამართეს.

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა  და  რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარს ხელნაკეთი აქსესუარებისა და სუვენირების დასამზადებლად საჭირო ნივთები შეუძინეს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, პროექტის მიზანია საქველმოქმედო საქმიანობის საშუალებით ბენეფიციარისთვის თვითდასაქმების ხელშეწყობა და რესოციალიზაციის პროცესში მათი მხარდაჭერა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ყოფილი პატიმარი რევაზ შაინიძე ბათუმის მერიის მიერ გამოყოფილ თავშესაფარში ცხოვრობს. დანაშაულის პრევენციის ცენტრის შუამდგომლობით  თავშესაფრის ხელმძღვანელობამ ბენეფიციარს სახელოსნოსთვის ფართიც გამოუყო. რევაზ შაინიძე სხვადასხვა მასალის გამოყენებით ამზადებს აქსესუარებსა და სუვენირებს, რომლებსაც ბათუმის ქუჩებში ყიდის. იგი უკვე რამდენიმე თვეა ჩართულია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“. მან დანაშაულის პრევენციის ცენტრის უშუალო ჩართულობით გაიარა რამდენიმე თემატური ტრენინგი და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების მიზნით გადამისამართებულია შესაბამის ორგანიზაციაში.

საქართველოში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის  პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა.  პროგრამას „სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.  მისი მიზანია სასჯელაღსრულებით დაწესებულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების რებილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. პროგრამა თბილისის გარდა  მიმდინარეობს ბათუმში, ქუთაისში, გორსა და ზუგდიდში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics