2016-02-20 12:04:32, 574 ნახვა
სამართალი
უაქციზო პროდუქციის რეალიზაციისთვის 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე გევორქ რამაზიანი და სომხეთის მოქალაქე კარენ სიმონიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე მოახდინეს ძვირადღირებული სომხური კონიაკი „არარატის“ და სიგარეტების „მალბოროს“ და „პარლამენტის“ რეალიზაცია.
უწყების ცნობით, დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6-წლამდე ვადით ითვაისწინებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან