12:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-06 14:40:57, 428 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალ AD BLACK SEA-ის მთავარ სცენაზე კვლავ გამოვლინდება Young Creative 2024

"თიბისის" მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება.

ფესტივალზე "თიბისი", როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებითი ახალგაზრდა გამოვლინდება.

გამარჯვებულს სპეციალურად შერჩეული ადგილობრივი ჟიური შეაფასებს. "თიბისი", როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა შემოქმედს შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს თანხა შემოქმედებითი კარიერის განსავითარებლად.

"თიბისი" და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. "თიბისისთვის", როგორც ბრენდისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მერვე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები უძღვებიან.

Young Creative -ის ნომინაციაში განცხადებების მიღება დასრულებულია. გამარჯვებული 14 სექტემბერს, AD BLACK SEA-ის დასკვნით დაჯილდოებაზე, მთავარ სცენაზე გამოვლინდება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics