15:06 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 17:52:01, 460 ნახვა

პოლიტიკა
შამბა - აფხაზეთისთვის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა

აფხაზეთისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო) გაწევრიანებაა, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ რუსულ გამოცემა „იზვესტიასათან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც შამბა აღნიშნავს, აფხაზეთის გაეროში გაწევრიანებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს დასავლეთის, კერძოდ, შეერთებული შტატების და ევროკავშირის პოლიტიკა.

"აფხაზეთის რესპუბლიკისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებაა. ეს ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარების პროცესის საბოლოო მიზანია... ცხადია, მშვენივრად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, არავის გაუუქმებია", - განაცხადა შამბამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics