15:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 13:36:07, 397 ნახვა

მსოფლიო
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი - უკრაინელი სამხედროები ბელგოროდის ოლქში შეჭრას ცდილობენ

უკრაინელი სამხედროები ბელგოროდის ოლქში შეჭრას ცდილობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram-ზე ავრცელებს.

როგორც გუბერნატორი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, “ვითარება საზღვარზე რთული, მაგრამ კონტროლირებადია“.

ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, რუსი სამხედროები გეგმურ სამუშაოებს ატარებენ. გლადკოვმა მოსახლეობას მოუწოდა, ენდონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

მან ასევე აღინიშნა, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში უკრაინამ რეგიონზე 20-ზე მეტი დრონით განახორციელა თავდასხმა.

ამასთან, რუსული “ტელეგრამ არხების“ ინფორმაციით, უკრაინული ძალები ცდილობენ, გაარღვიონ რუსეთის საზღვარი და შეიჭრან ბელგოროდის სამხრეთ რაიონებში. ბლოგერების ინფორმაციით, დაახლოებით 500 უკრაინელი ჯარისკაცი უტევს ორ საკონტროლო გამშვებ პუნქტს ნეხოტეევკასა და შებეკინოში და ორივე ადგილას ბრძოლები მიმდინარეობს.

ბელგოროდის ოლქი ესაზღვრება კურსკის რეგიონს, სადაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა 6 აგვისტოს განხორციელებული სწრაფი შეჭრის შემდეგ რუსეთის ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics