15:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 10:42:23, 398 ნახვა

მსოფლიო
მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენე კანდიდატის დანიშვნაზე უარი განაცხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენე "ახალი სახალხო ფრონტის" ალიანსის კანდიდატის, ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი თქვა. ამის შესახებ ფრანგული მედია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთს ინსტიტუციური სტაბილურობა სჭირდება, მაგრამ მემარცხენეებს არ შეუძლიათ პარლამენტისგან ნდობის გამოცხადების მიღება.

"ჩემი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა არ იყოს ბლოკირებული ან შესუსტებული", - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა აგრეთვე მემარცხენე ალიანსში შემავალ პარტიებს სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საპასუხოდ, მემარცხენე ალიანსმა, "ახალმა სახალხო ფრონტმა", რომელმაც ივლისში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლებისკენ და მაკრონის იმპიჩმენტისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics