16:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-24 17:42:48, 652 ნახვა

მსოფლიო
ინგრიდა შიმონიტე - ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა ქვეყანა გამარჯვებასთან დააახლოვოს

ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა ქვეყანა გამარჯვებასთან დააახლოვოს,-  ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ინგრიდა შიმონიტემ უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად უკრაინულ ენაზე ისაუბრა.

“ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს უკრაინელ თავისუფალ, მებრძოლ ხალხთან ერთად დგომა. ისევე როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო, აღფრთოვანებული ვარ თქვენით და გულწრფელად მადლობელი ვარ. თქვენი მიწისა და სახელმწიფოებრიობის დაცვით, თქვენ ყველას გვიცავთ - ჩემს სამშობლოს, ლიეტუვას, ევროპასა და მთელ დემოკრატიულ სამყაროს. ლიეტუვა იყო და იქნება უკრაინის გვერდით ყოველ ნაბიჯზე ამ მიზნისკენ, ჩვენ ვაკეთებთ და გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა გამარჯვებამდე მივიდეთ, რათა სინათლემ ბოროტებაზე გაიმარჯვოს, რათა თავისუფალმა ხალხმა გაიმარჯვოს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics