|
2024-08-09 14:34:28, 365 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა, რომელმაც Joint Commission International-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, “ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა, რომელმაც Joint Commission International (JCI)-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, JCI პაციენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობს და ამ მიმართულებით, მსოფლიოში, ოქროს სტანდარტადაა აღიარებული. “საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების აღსანიშნავად გამართული ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფო მუდმივად მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომელიც პაციენტთა უფლებების დაცვას ემსახურება და ასეთ მაღალ შეფასებას იმსახურებს. კლინიკის ხელმძღვანელებმა, სამინისტროს, განხორციელებული რეფორმებისთვის, მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ არსებული სისტემების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, ასევე - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დიპლომატები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)