|
2024-08-03 16:45:48, 537 ნახვა
მსოფლიო
სომალიში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 32 მოქალაქე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში სანაპიროზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 32 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა 63. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარს ისლამისტურ დაჯგუფებას “ალ-შაბააბის“ უკავშირებენ. “მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, მედია აღნიშნავს, რომ მათ წარსულში მსგავსი თავდასხმა განუხორციელებიათ, მათ შორის 2022 წელს, როდესაც დანაღმული მანქანა ააფეთქეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, ხოლო სამი პირი, უშიშროების ძალებმა მოკლეს. დაჯგუფება “ალ-შაბააბი“ ტერორისტულ ორგანიზაცია “ალ-ქაედასთან“ არის დაკავშირებული და წლებია სომალის ხელისუფლების დასამხობად იბრძვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)