|
2024-07-20 11:29:15, 461 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ტრამპთან შევთანხმდით, პირადი შეხვედრის დროს განვიხილოთ, რა ნაბიჯებს შეუძლია, გახადოს მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ის და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, პირადი შეხვედრისას განიხილონ, თუ რა ნაბიჯებით არის შესაძლებელი, რომ მშვიდობა სამართლიანი და ნამდვილად ხანგრძლივი გახდეს. "ვესაუბრე დონალდ ტრამპს, რათა მიმელოცა მისთვის რესპუბლიკური პარტიის მიერ კანდიდატად წარდგენა და დამეგმო პენსილვანიაში შოკისმომგვრელი თავდასხმა. მე ვუსურვე მას ძალა და აბსოლუტური უსაფრთხოება მომავალში. აღვნიშნე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ორპარტიული და ორპალატიანი ამერიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა. უკრაინა ყოველთვის მადლობელი იქნება აშშ-ის მისი დახმარებისთვის ჩვენი შესაძლებლობის გაძლიერებაში, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის ტერორს. რუსეთის დარტყმები ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე ყოველდღე გრძელდება. პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, პირადი შეხვედრის დროს განვიხილოთ, რა ნაბიჯებს შეუძლია, გახადოს მშვიდობა სამართლიანი და ნამდვილად ხანგრძლივი”, - წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)