10:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-13 10:49:18, 588 ნახვა

მსოფლიო
ფინეთმა მიიღო კანონი, რომელიც თავშესაფრის მაძიებელ რუს მიგრანტებს დაბლოკავს

ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მესაზღვრეებს რუსეთიდან წამოსული თავშესაფრის მაძიებლების დაბლოკვის უფლებას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა kyivindependent-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის 1300-ზე მეტი მოქალაქე ფინეთში გადავიდა.  ჰელსინკი იძულებული გახდა რუსებისთვის საზღვრები დაეხურა. 

მათივე ინფორმაციით, ოფიციალური ჰელსინკი მიიჩნევს, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანების საპასუხოდ, რუსეთი მიგრანტებს ფინეთის საზღვრების გადაკვეთაში უწყობს ხელს. 

პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს მემარჯვენე მთავრობამ ხაზი გაუსვა კანონპროექტის მნიშვნელობას მომავალი მიგრანტების თავიდან ასაცილების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ის ეწინააღმდეგება ფინეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ.

“ეს არის ძლიერი გზავნილი რუსეთისთვის, ძლიერი გზავნილი ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომ ფინეთი ზრუნავს საკუთარ უსაფრთხოებაზე, ჩვენ ვზრუნავთ EU-ის საზღვრის უსაფრთხოებაზე", - ამის შესახებ ორპომ კენჭისყრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როგორც ამას Reuters იტყობინება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics