18:16 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-12 17:37:43, 534 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩიქოვანს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი მასპინძლობს.

"ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, კოლეგებმა საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ჩიქოვანმა და სურენ პაპიკიანმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრას",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics