|
2024-07-11 14:07:46, 550 ნახვა
პოლიტიკა
ლექსმანი - საქართველოს ხელისუფლება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ქვეყნის გზას ანადგურებს
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ხელისუფლება საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ანადგურებს". ლექსმანის განცხადებით, "ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს". “2008 წელს, ჩვენ დავუშვით ისტორიული შეცდომა, რომელიც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს. დღეს, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს და ანადგურებს საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. იმედი მაქვს, ქართველი ხალხი შეაბრუნებს ამ დესტრუქციულ ტენდენციებს", - ამის შესახებ ლექსმანმა X-ზე დაწერა. შეგახსენებთ, ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებენ, მოლდოვიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს. დეკლარაციაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე არაფერია ნათქვამი.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)