10:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 20:12:05, 653 ნახვა

მსოფლიო
შმიგალი - რობერტ ფიცომ დაგმო რუსეთის თავდასხმა - სლოვაკეთმა რამდენიმე ბავშვის სამკურნალოდ მიღების მზადყოფნა გამოთქვა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს ესაუბრა. ამის შესახებ დენის შმიგალი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც შმიგალმა აღნიშნა, რობერტ ფიცომ რუსეთის მხრიდან გუშინ განხორციელებული თავდასხმა დაგმო და რამდენიმე ბავშვის სამკურნალოდ მიღების მზადყოფნა გამოთქვა.

"ვესაუბრე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს. მას ვუამბე რუსეთის თავდასხმის შესახებ, რომლის დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა, ასევე, ოხმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოს განადგურების შესახებ. რობერტ ფიცომ თავდასხმა დაგმო. სლოვაკეთმა რამდენიმე ბავშვის სამკურნალოდ მიღების მზადყოფნა გამოთქვა. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის", - წერს შმიგალი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics