10:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 10:15:46, 649 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსმა და ჩინეთმა, პოლონეთის საზღვართან, ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ჩინეთმა და ბელარუსმა, პოლონეთის საზღვრიდან რამდენიმე მილის დაშორებით, ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც მედია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, წვრთნები, სახელწოდებით Falcon Assault, ქალაქ ბრესტის მახლობლად მდებარე სასწავლო მოედანზე მიმდინარეობს. 

"ანტიტერორისტული წვრთნების" ფარგლებში, ჩინელი და ბელარუსი სამხედრო მოსამსახურეები შეიმუშავებენ ღამის დაშვების, წყლის ბარიერების გადალახვისა და დასახლებულ ტერიტორიაზე ოპერაციების ჩატარების საკითხებს",- აცხადებენ ბელარუსის თავდაცვის სამინისტოში. 

თავის მხრივ, ჩინეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ "ერთობლივი წვრთნები მიზნად ისახავს მონაწილე ჯარების კოორდინაციის შესაძლებლობებისა და ორ არმიას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას".

აღსანიშნავია, რომ წვრთნები დაიწყო ვაშინგტონში ნატოს სამიტის წინა დღეს, სადაც მისი 32 წევრი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, შეიკრიბება, რათა უკრაინის შემდგომი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა განიხილოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics