|
2016-02-16 13:04:56, 906 ნახვა
საზოგადოება
ცნობილია იმ 6 მოჭიდავის ვინაობა, რომლებსაც დოპინგის მოხმარება დაუდგინათ (ექსკლუზივი)
დოპინგ-სკანდალი გრძელდება. უკვე ცნობილია, რომ 6 ქართველ მოჭიდავეს აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდათ, რომელთაგან 5 თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, ხოლო ერთი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება იმ მოჭიდავეების ვინაობა, რომლებსაც დოპინგის მიღება დაუდასტურდათ. ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციიდან კონფიდენციალურად გვაცნობეს. სპორტსმენების ტესტები გერმანიაში ჩაუტარდათ, პასუხები უკვე ცნობილია თუმცა ფედერაცია მას ჯერ არ ასაჯაროვებს. დოპინგი თავისუფალი ჭიდაობიდან დაუდგინდათ: ბუჯიაშვილს, ლომთაძეს, კენჭაძეს, მეშვილდიშვილსა და მოძმანაშვილს. ხოლო ბერძნულ რომაული ჭიდაობიდან - მათე სოფაძეს. აქვე ჩვენი წყარო აცხადებს, სპორტსმენებმა არ იცოდნენ რომ პრეპარატის მიღება უკვე ორი წელია აკრძალულია. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ პრეპარატის მიღება 2016 წლიდან უნდა აკრძალულიყო და სპორტსმენები შეცდომაში ფედერაციის წარმომადგენლებმა შეგნებულად შეიყვანეს, რასაც ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი კატეგორიულად უარყოფს. საქართველოში ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი პალიკო კასრაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ კონკრეტულ გვარებზე ვერ ისაუბრებს, ვინაიდან ამით სპორტსმენების უფლებებს დაარღვევს. თუმცა ადასტურებს, რომ 6 მოჭიდავის შესახებ გერმანიიდან პასუხი უკვე მოვიდა, ოთხზე კი პასუხს ელოდებიან. „თქვენ ვისგანაც მიიღეთ ინფორმაცია ისე გაავრცელეთ. მე ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში მე სპორტსმენების უფლებებს დავარღვევ. პრინციპში გვარების გაჟღერებით თქვენც დაარღვევთ სპორტსმენების უფლებებს. სპორტსმენებს გასაჩივრების უფლება აქვთ. დიდი შანსია, რომ ისინი გამართლდნენ. ექვს სპორტსმენზე პასუხი უკვე მოვიდა და დოპინგი აღმოჩენილია. გვარებს რა თქმა უნდა ვერ გეტყვით. ოთხზე პასუხებს ჯერ კიდევ ველოდებით. ამის შემდეგ სპორტსმენებს გასაჩივრების ვადა სამი კვირიდან სამ თვემდე ექნებათ, თუმცა თუ პროცესი სხვა მიმართულებით წავიდა შესაძლოა სამ წლამდეც გაიწელოს. ეს წესები გაწერილია საქართველოს ანტიდოპინგურ წესებში“, - ამბობს კასრაძე. ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი უარყოფს ჩვენი წყაროს ინფორმაციას იმის შესახებ თითქოს სპორტსმენებმა არ იცოდნენ, რომ პრეპარატი, რომელიც მათ მიიღეს უკვე ორი წელია აკრძალულია. „თქვენ თვითონვე აღნიშნეთ, რომ ამ პრეპარატის მიღება უკვე ორი წელია აკრძალულია. რა თქმა უნდა სპორტსმენებმა ამის შესახებ ყველაფერი კარგად იცოდნენ. მათ ამის შესახებ უამრავი სემინარი ჩაუტარდათ. სხვა თემაა რამდენად უსმენდნენ და რამდენად გაიაზრეს ეს ყოველივე. ინფორმაციას ტვინში ვერ ჩავუდებდით. რა თქმა უნდა უარვყოფ, რომ ფედერაციამ შეიყვანა შეცდომაში სპორტსმენები. ფედერაცია საერთოდ რა შუაშია?! ვერ ვხედავ კავშირს. როგორც ჩანს თქვენი წყარო ან ძალიან მიკერძოებულია, ან თვითონ ვერ ერკვევა რაღაც-რაღაცეებში. ეს ტესტირება ფედერაციის მოთხოვნით გაკეთდა“, - განუცხადა პალიკო კასრაძემ „ექსპრესნიუსს“. მისივე ცნობით, დოპინგი ყაზახეთის ნაკრების წევრებსაც აღმოაჩნდათ. პალიკო კასრაძე აცხადებს, რომ თუ დოპინგი საბოლოოდ დადასტურდება დისკვილიფიკაცია სპორტსმენებს ყველა დონეზე დაუწესდებათ. მათ შორის ქვეყნის შიგნითაც. სანქცია კი მოკვლევის შედეგად დადგინდება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)