08:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-19 10:51:24, 346 ნახვა

საზოგადოება
პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის თემაზე „მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები“ სასწავლო პროგრამა დაიწყო

სირაკუზას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის, თემაზე „მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები" საპილოტე სასწავლო პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, სასწავლო კურსის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა, სირაკუზას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჟან-ფრანსუა ტონიმ, სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა, ფილიპო მუსკამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ნინო გვენეტაძემ მიიღეს.

„ტრენინგში პროკურორებსა და პროკურატურის გამომძიებლებთან ერთად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობენ.

სასწავლო კურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, თეორიული საფეხურის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ომის დანაშაულის, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, გენოციდისა და აგრესიის განმარტებები და ფარგლები; ისტორიული კონტექსტი და საერთაშორისო სისხლის სამართლის ევოლუცია; ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოძიების საფუძვლები და გამოწვევები; მსხვერპლთა უფლებების დაცვა; საერთაშორისო თანამშრომლობის ჩარჩო და მასთან დაკავშირებული საკითხები. ტრენინგის მეორე ეტაპი აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე მტკიცებულებათა შეგროვებასა და ანალიზს შეეხება. სესიებს ნიდერლანდებიდან და საფრანგეთიდან საერთაშორისო სამართლის აღიარებული ექსპერტები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საერთაშორისო სისხლის სამართლის საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics