20:53 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 22:07:48, 487 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ადამიანის უფლებების, კერძოდ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. ქართულმა მხარემ სპეციალურ მომხსენებელს გააცნო ადამიანის უფლებების სფეროში  საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ  სტრატეგიას და შესაბამის სამოქმედო გეგმას. შეხვედრის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი მიესალმა საქართველოს გაწევრიანებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში, ასევე აღნიშნა ქართველი ექსპერტის წევრობა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, სადაც ყოველდღიურად უხეშად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და სამწუხაროდ ვერ ხორციელდება საერთაშორისო მონიტორინგი.
 
დუბრავკა სიმონოვიჩის ვიზიტი არის ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელის  პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც 15 თებერვალს დაიწყო და 19 თებერვლამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი შეხვდება აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და სახალხო დამცველს. განხორციელებული ვიზიტის საფუძველზე სპეციალური მომხსენებელი საქართველოს შესახებ მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც 2016 წლის ივნისში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 32-ე სესიის ფარგლებში წარუდგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics