19:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-10 15:54:39, 402 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი - ახალ მსოფლიო წესრიგზე გადასვლას მთელი ეპოქა დასჭირდება და ეკლიანი იქნება - აშშ ცდილობს, ამ პროცესს ხელი შეუშალოს

ახალ მსოფლიო წესრიგზე გადასვლას მთელი ეპოქა დასჭირდება და ეკლიანი იქნება, რადგან აშშ ცდილობს, ამ პროცესს ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, BRICS-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ლავროვი აღნიშნავს, "სანქციების ზეწოლისა და ფინანსური შანტაჟის საშუალებით ისინი ცდილობენ, გავლენა მოახდინონ სუვერენული სახელმწიფოების განვითარების მოდელებისა და სავაჭრო პარტნიორების არჩევაზე".

"გლობალურად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ახალი ცენტრები ჩნდება გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის სახელმწიფოებიდან. ეს ქვეყნები მხარს უჭერენ უფრო სამართლიან ცხოვრების წესს, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობასა და ცივილიზაციურ მრავალფეროვნებას. სანქციების ზეწოლისა და ფინანსური შანტაჟის საშუალებით ისინი ცდილობენ, გავლენა მოახდინონ სუვერენული სახელმწიფოების განვითარების მოდელებისა და სავაჭრო პარტნიორების არჩევაზე. დასავლეთი არ ერიდება ძალის გამოყენებას. ყველამ იცის მაგალითები", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics