20:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 11:03:00, 1097 ნახვა

საზოგადოება
შოთა გულბანი: "ფანასკერტელის ინდექსმა" აჩვენა, რომ მედიკამენტებზე ფასები კლებულობს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი შოთა გულბანი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და "გირჩის" ეკონომიკურ ექსპერტს ვახტანგ მეგრელიშვილს უპირისპირდება.

 შოთა გულბანი განმარტავს, რომ არ ეთანხმება ვახტანგ მეგრელიშვილის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფარმაცევტული ბიზნესი საქართველოში არ არის მონოპოლიური და არც გადამეტებულ მოგებაზეა საუბარი.

დღეს ფარმაცევტული კომპანიები უსამართლოდ გაბერილი ფასებით ოპერირებენ ბაზარზე. ამის თქმის საფუძველს კი მაძლევს ჩემი ორგანიზაციის „აფბას“ მიერ განხორციელებული ფარმაცევტული ბაზრის კვლევა, სადაც დადასტურებულია, რომ ხშირ შემთხვევაში კომპანიები 200-300%-იანი ფასნამატით ახდენენ მედიკამენტების რეალიზებას. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეს სიტუაცია თითქმის არ არის შეცვლილი, მოსალოდნელია, რომ ბაზრის დივერსიფიცირებასთან ერთად, ფასები მედიკამენტებზე კიდევ უფრო გაიაფდეს, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არსებობს“, - განაცხადა შოთა გულბანმა.

მისივე თქმით, „აფბა" ახდენს საკმაოდ ვრცელ გამოკვლევას კონკრეტულად მედიკამენტების ფასებზე, რის მიხედვითაც გაყავს ეკონომიკური ინდექსი - სახელად „ფანასკერტელის ინდექსი“, რომელიც არის საკმაოდ ეფექტური მზომავი ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების ცვლილებისა თვიდან თვემდე.

"ამ კუთხით კი, ჩვენს მიერ სამ თვიანმა დაკვირვებამ მედიკამენტების ბაზარზე, კლებადი ტენდენცია აჩვენა", - განმარტავს გულბანი.

შეგახსენებთ, რომ "გირჩის" ეკონომიკურმა ექსპერტმა ფარმაცევტიკისა და მედიცინის სფეროში არსებულ პრობლემებზე ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში "59 წამი" ისაუბრა.აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ფარმაცევტულ ინდექსზე - „ფანასკერტელის ინდექსზე“ დაასრულა მუშაობა და როგორც მედიკამენტების ფასებზე სამთვიანმა დაკვირვებამ (2015 წლის ნოემბერ-დეკემბერი და 2016 წლის იანვარი) აჩვენა, "ფანასკერტელის ინდექსი" პირველ შემთხვევაში 1,75%-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 4,64%-ით შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია დაფიქსირდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics