|
2024-06-03 20:13:09, 475 ნახვა
პოლიტიკა
როიტენი - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული მომავლის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა - დაუწესეთ სანქციები ივანიშვილს
ევროპარლამენტარი თიის როიტენი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ხელის მოწერის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც როიტენი აღნიშნავს, "საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს". "ქართულმა ოცნებამ" ახლახან საქართველოს ევროპული მომავლის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა - თუმცა საბოლოოდ ისინი მარცხს განიცდიან. საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავშირის ნამდვილ მხარდაჭერას იმსახურებენ. დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს", - წერს როიტენი სოციალურ ქსელ X-ზე. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)