22:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-26 20:04:27, 356 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი: 26 მაისი განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისაკენ "

„26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისაკენ და თავისუფლება მოპოვებული სახელმწიფოს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტრადიციები, სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის წარმომადგენლების მიერ გამდიდრებული იდენტობა, ტოლერანტობა და მრავალათასწლოვანი კულტურა წარმოადგენს ჩვენი სამშობლოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველს“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, სამღვდელოებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის თვითრეალიზაციის, განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობა არის ევროპული ოჯახის სუვერენული საქართველო. ვიცე-პრემიერმა აფხაზებსა და ოსებსაც მიმართა და განაცხადა, რომ საკუთარი იდენტობის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ერთიან, ძლიერ და თავისუფალ საქართველოში. საკუთარ სიტყვაში მან ისაუბრა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიაზეც, რომლებსაც, მისი თქმით, უდიდესი წვლილი მიუძღვით სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics