|
2024-05-22 17:41:24, 366 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - ქურასბედიანს „კომპრომატი“ იცით რა უპოვეს? ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს რომ დაესხა თავს, ბუჩუკური ცდილობდა გადაეღო, სალომემ ეს ქმედება შეაწყვეტინა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სალომე ქურასბედიანის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება. მისი თქმით, ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ შეაწყვეტინა სალომე ქურასბედიანმა, პარტია "საქართველოსთვის" წევრს, ანა ბუჩუკურს მცდელობა, ალეკო ელისაშვილის თავდასხმის შემდეგ, მამუკა მდინარაძის სახე ახლოდან გადაეღო. "ყველაზე დიდი “კომპრომატი” სალომე ქურასბედიანს იცით რა უპოვეს? ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს ვირთხასავით რომ მიეპარა და თავს დაესხა, მაგ მომენტიდან რამდენიმე წამში ანა ბუჩუკური მიადგა ბედნიერი გამომეტყველებით მამუკა მდინარაძეს და ცდილობდა მისი სახე ახლოდან, ტელეფონის კამერით გადაეღო. რისი დაფიქსირება უნდოდა კაცმა არ იცის. გაოგნებისგან და სიბრაზისგან გაგიჟებული კაცის გინებას იღებდა თუ იქნებ სახეზე რამე კვალი დასტყობოდა, ამაზე პასუხი არ მაქვს. მოკლედ, იმის ნაცვლად, რომ დაეგმო, დაინტერესებულიყო, სერიოზული დაზიანება ხომ არ მიიღო და ა. შ. ამაზრზენად იქცეოდა, სახეზე ძალიან ახლოს უღებდა თავდასხმის ობიექტს და ამ დროს გამოსტაცა ხელიდან ტელეფონი სალომემ და აბსოლუტურად სწორად შეწყვიტა ბუჩუკურის ეს უკიდურესად ამორალური ქმედება. წარმოიდგინეთ, ამ კადრს იყენებენ სალომეს საწინააღმდეგოდ ეს მართლა ფაშისტები", - წერს ნინო წილოსანი.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)