13:29 - 07 Jul, 2026
|
2024-05-21 15:15:02, 340 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - შეიძლება, ოპოზიციურ პარტიებს სხვადასხვა სახელი ერქვათ, მაგრამ შინაარსობრივად ერთნი არიან
ოპოზიციური პარტიები თუ მოახერხებენ და ერთ პლატფორმაზე იქნებიან წარმოდგენილები, ამას მხოლოდ მივესალმებით, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო სიით შესაძლო წარდგენას. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყველა ოპოზიციური პარტია „ერთი შინაარსის მატარებელია“. „თუ მოახერხებენ ოპოზიციური პარტიები, რომ ერთ პლატფორმაზე იყვნენ წარმოდგენილები, ამას მხოლოდ მივესალმებით. მაგას ვამბობდით, რომ ისინი ერთნი არიან. შეიძლება მათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია შექმნან და განსხვავებული სახელი დაირქვან, მაგრამ შინაარსობრივად ერთნი არიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად ვინ არიან ისინი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)